რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა სუმი დაბომბა, არიან დაღუპულები

რუსული დაბომბვის შედეგების ლიკვიდაცია სუმის ოლქში
Unian

8 სექტემბრის ღამეს, რუსეთმა ქალაქ სუმიზე საავიაციო იერიში მიიტანა. დაბომბვის შედეგად დაიღუპა ცოლ-ქმარი, გარდა ამისა არიან დაშავებულები, მათ შორის 2 ბავშვი.

"საავიაციო იერიშის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, გარდა ამისა, არიან დაშავებულები, მათ შორის 2 ბავშვი". – წერია სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ანგარიშში.

ადმინისტრაციის ანგარიშის მიხედვით ბომბები აგარაკებზე ჩამოვარდა, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობს. განადგურებულია რამდენიმე სახლი და კერძო ავტომობილი.

ადგილზე მუშაობს სამაშველო სამსახური, დაჭრილები იღებენ შესაბამი სამედიცინო დახმარებას. 

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები