უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ინფორმაციით, 6-7 სექტემბრის ღამეს რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 67 დრონიდან 58-ის განადგურება შეძლეს.
გარდა ამისა, კიდევ 6-მა დრონმა უკრაინის მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცე დატოვა და რუსეთის, ბელარუსისა და ოკუპირებული ლუგანსკის ოლქის მიმართულებით გაფრინდა.
უკრაინის ტერიტორიაზე რადარებიდან კიდევ სამი დრონი გაქრა.
რუსებმა დრონები კურსკიდან და იეისკიდან, ასევე ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვეს.
საჰაერო განგაშის სიგნალი ჩაირთო ვინიცაში, რივნეში, ხმელნიცკის, კიევში, კიროვოგრადის, მიკოლაივის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, სუმის, ხერსონის და პოლტავას ოლქებში.





