რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ საჰაერო თავდასხმა მოიგერია, განადგურებულია 27 რუსული დრონი

Pravda.ua

6 სექტემბრის ღამეს, რუსეთმა უკრაინაზე 44 უპილოტო საფრენი აპარატით და 2 რაკეტით იერიში მიიტანა.

უკრაინის საჰაერო ძალებმა მტრის  27 დრონი გაანადგურა.

"8:00 საათის მონაცემებით საჰაერო თავდაცვის ძალებმა 27 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა. 8 დრონი დაიკარგა, ხოლო ერთი ოკუპირებულ დონეცკში დაბრუნდა. საბრძოლო მოქმედებები გრძელდება". - წერია საჰაერო ძალების ანგარიშში.

რაკეტები რუსეთმა ოკუპირებული ლუგანსკიდან და ბრიანსკის ოლქიდან გაისროლეს, ხოლო დრონები კურსკიდან, ოკუპირებული ყირიმიდან და პრიმორსკო-ახტარსკის ოლქიდან ააფრინეს. 

დრონის ნამსხვრევები ლვოვში ჩამოვარდა, შედეგად გაჩნდა ხანძარი, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია. არავინ დაშავებულა.

რუსეთი უკრაინას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები