უკრაინის რადამ საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას გადადგომის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
დეპუტატ იაროსლავ ჟელეზნიაკის თქმით, მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებების განხილვისას, რადამ კულებას გადადგომის საკითხი "სასწრაფოდ გადადო".
ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა დეპუტატების გადაწყვეტილების მიზეზი.
4 სექტემბერს კულებამ გადადგომის წერილი დაწერა. მინისტრის გადაწყვეტილებას მმართველ პარტიაში უმიზეზო უწოდეს.
ცოტა ხნით ადრე ფრაქცია სლუგა ნაროდას თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა, რომ "სამთავრობო გადატვირთვა" იგეგმება, რომლის შედეგად მინისტრთა კაბინეტის 50% შეიცვლება.
დმიტრო კულება საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2020 წლის 4 მარტიდან იკავებს.





