ინგლისში, ლესტერშირის ქალაქ ბრაუნსტოუნში 80 წლის კაცის მკვლელობის ფაქტზე 5 ბავშვი დააკავეს.
პოლიციის ცნობით, ბიმ კოლის, რომელიც ფრანკლინის პარკში ძაღლს ასეირნებდა, არასრულწლოვანები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ბავშვებმა თავდასხმის ადგილი სასწრაფოს მოსვლამდე დატოვეს, კოლი კი მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ლესტერშირის პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული ბავშვებიდან 2, გოგო და ბიჭი, 14 წლისები არიან, დანარჩენი სამი, ბიჭი და ორი გოგო კი 12-ის.
დეტექტივები ადგილობრივებს მოუწოდებენ, იმ შემთხვევაში, თუ მომხდარს შეესწრნენ, პოლიციაში მოწმედ გამოცხადდნენ.