აშშ

აშშ-ში 1977 წელს აღმოჩენილი გაყინული კაცის იდენტიფიკაცია შეძლეს

აშშ-ში, პენსილვანიის შტატში მდებარე ერთ-ერთი გამოქვაბულში 1977 წელს აღმოჩენილი გაყინული ადამიანის იდენტიფიცირება თითქმის 50 წლის შემდეგ შეძლეს.

გაყინული სხეული ნიკოლას პოლ გრუბს ეკუთვნის, რომელიც 1977 წელს, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა.

"მწვერვალის კაცის" სახელით ცნობილი გაყინული ადამიანის იდენტიფიცირება უკანასკნელ თითქმის ხუთ დეკადაში არაერთხელ სცადეს, საბოლოოდ კი მისი ვინაობის დადგენა პენსილვანიელმა დეტექტივმა ნიკოლასის თითის ანაბეჭდების გამოყენებით შეძლო.

კომენტარები