აშშ

ნიუ-იორკის გუბერნატორის ყოფილ თანაშემწეს ჩინეთის აგენტობისთვის ბრალი წარუდგინეს

ნიუ-იორკის გუბერნატორის ყოფილი თანაშემზე, ლინდა სუნი

ნიუ-იორკის ბრუკლინის ოლქის პროკურატურაში განაცხადეს, რომ შტატის გუბერნატორის, კეტი ჰოკულის ყოფილ თანაშემწეს გამოუცხადებლად ჩინეთის აგენტობისთვის ბრალი წარუდგინეს.

პროკურორების თქმით, 41 წლის ლინდა სუნი, 3 სექტემბერს დააკავეს და მოსალოდნელია, რომ იგი სასამართლოში დღესვე წარსდგება. ამასთანავე, ბრალი მის მეუღლეს, კრის ხუსაც აქვს წარდგენილი.

გავრცელებული ცნობით, სახელმწიფო სამსახურში მუშაობისას სუნი სავარაუდოდ ტაივანის მთავრობის წარმომადგენლებს ამერიკელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრისგან ბლოკავდა, და ასევე, სავარაუდოდ, ნიუ-იორკის შტატის მაღალჩინოსნისთვის ჩინეთში ვიზიტის ორგანიზებას ცდილობდა.

სანაცვლოდ, პროკურორების თქმით, ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლები ხუსთვის, რომელსაც ჩინეთში ბიზნეს საქმიანობა ჰქონდა, მილიონობით დოლარის ტრანზაქციებს უწყობდა ხელს.

პროკურორების თქმით, წყვილმა მიღებული თანხით 2024 წელს გამოშვებული Ferrari Roma და ასევე $6 მილიონის ღირებულების საკუთრებები იყიდა.

კომენტარები