წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ხევში ტურისტი გადავარდა - იგი დაიღუპა.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მედიებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაღუპული პოლონეთის მოქალაქეა და იგი ჩანჩქერში ჩავარდა.





