წალენჯიხის მერია ქალაქ ჯვარის მოსახლეობას მდინარე მაგანას შესაძლო ადიდების გამო სახლების დატოვებას ურჩევს.
როგორც წალენჯიხის მერიის განცხადებაში წერია, ჯვარში, მდინარე მაგანას მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა მდინარის ნაკადის შემცირებას ხეობაში წყლის შესაძლო დაგუბებას უკავშირებს. ვინაიდან დაღამების გამო ვერ მოხერხდა მთლიანი ტერიტორიის დათვალიერება, მერიამ მოსახლეობას სახლების დატოვება ურჩია.
"ადგილზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, წალენჯიხის მერიამ მდინარე მაგანას მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა გააფრთხილა, რათა საშიშროების თავიდან აცილების მიზნით მდინარის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობა ამაღამ საცხოვრებელ სახლებს გაერიდოს." - წერია განცხადებაში





