წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

მდინარე მაგანას კალაპოტში ნაკადის შეგუბების კვალი არ არის – სამეგრელო-ზემო სვანეთი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქალაქ ჯვარში ჯვარში, მდინარე მაგანას შენაკადებსა და არსებულ ფერდობებზე მეწყრულ-გარავიტაციული პროცესები არ არის, შესაბამისად, მიმდებარე ტერიტორია უსაფრთხოა.

"დათვალიერებისას მდინარის აუზზე, მის შენაკადებსა და არსებულ ფერდობებზე მეწყრულ-გარავიტაციული პროცესების ჩასახვა გააქტიურების კვალი არ ფიქსირდება. ასევე უშუალოდ მდინარის კალაპოტში ნაკადის შეგუბების კვალი არ არის. სპეციალისტების განმარტებით - მდინარის დონის კლება გამოწვეული უნდა იყოს სეზონური წყალმცირობით. ამ ეტაპზე საშიშროების რისკი მინიმალურია." - წერს ადმინისტრაცია.

შეგახსენებთ, რომ წალენჯიხის მერია ქალაქ ჯვარის მოსახლეობას მდინარე მაგანას შესაძლო ადიდების გამო სახლების დატოვებას ურჩევდა.

როგორც წალენჯიხის მერიის განცხადებაში ეწერა, ჯვარში, მდინარე მაგანას მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა მდინარის ნაკადის შემცირებას ხეობაში წყლის შესაძლო დაგუბებას უკავშირებდა. ვინაიდან დაღამების გამო ვერ მოხერხდა მთლიანი ტერიტორიის დათვალიერება, მერიამ მოსახლეობას სახლების დატოვება ურჩია.

კომენტარები