არჩევნები 2024

თალაკვაძე: არავის მივცემთ უფლებას, ჩვენი მოქალაქეების არჩევანი შეცვალოს

ამ დღეებში ისევ ვისმენთ განცხადებებს, რომელიც წლებია, გვესმის და როგორც ჩანს, ოპოზიციის დიდმა ნაწილმა და მათმა ლობისტებმა ჯერ კიდევ ვერ გაიგეს, რომ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები, საზოგადოების მხარდაჭერა არის ჩვენი ძალა და ამავე დროს, შესაძლებლობა, რომ განვაგრძოთ ქვეყნის განვითარება და საქართველოს მეტი წარმატება მოვუტანოთ.

მათ სურთ, არჩევნების გვერდის ავლით, მასში ჩარევითა და ზეწოლით თავს მოგვახვიონ ისეთი გადაწყვეტილებები, რაც ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის მიუღებელია. ამას არ დავუშვებთ. არავის მივცემთ უფლებას, რომ ჩვენი მოქალაქეების არჩევანი შეცვალოს და გადაწყვეტილება მათ ნაცვლად მიიღოს.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები