წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას თქმით, მუნიციპალიტეტს მიღებული დაფინანსება ქვეყანაში რუსული კანონის მოქმედების შედეგად გაუუქმდა - ამის შესახებ ხარჩილავამ დღეს, 2 სექტემბერს, ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
როგორც ხარჩილავა ამბობს, რუსული კანონის ამოქმედების შემდეგ, წალენჯიხის ტურისტული სტრატეგია გაუქმდა, ხოლო მუნიციპალიტეტში დაგეგმილი პროექტებისთვის მინიჭებული დაფინანსება, ამ დროისთვის უცნობი მიზეზების გამო ჩაიხსნა.
წალენჯიხის მერი ირწმუნება, რომ ეს ყოველივე ქვეყანაში რუსული კანონის ამოქმედების შედეგია.
"მუნიციპალიტეტმა გრანტი მიიღო და გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებამ (ჩვენ არა) ჯიუტად მიიღო ეს კანონი, გაუქმდა ეს გრანტი.
ტურიზმის სტრატეგია წალენჯიხაში არის გაუქმებული.
მას შემდეგ, რაც პროექტების შედეგი გახდება უფრო მეტად ხელმისაწვდომი, გაცნობებთ რატომ გაუქმდა გრანტი - ჩვენ ჩავეხსენით ევროპას, ჩვენ ჩავეხსენით მეგობრებს, ჩვენ ჩავეხსენით დაფინანსებას და პირველი ხელშესახები რაც აქ ხდება ეს არის, ჩვენგან დეკლარირებული - სხვა მუნიციპალიტეტები ამას არ აღნიშნავენ.
მე გეუბნებით, რომ წალენჯიხას ევროპული დაფინანსების იმის გამო გაუუქმდა, რომ დღეს რუსული კანონი ჯერჯერობით მოქმედებს საქართველოში". - თქვა გია ხარჩილავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.





