კითხვა გავიგე, მიწოდებია თუ არა პირისპირ საუბარში ვინმესთვის „მოღალატე“ და ასეთი არ ყოფილა.
"მოღალატე“ როგორ შეიძლებოდა, არ გამომეყენებინა, 64 წლის ვარ, საბჭოთა კავშირში დავიბადე, როგორ შეიძლებოდა, არ გამომეყენებინა სიტყვები: "მოღალატე“ და "ღალატი“ , ამიხსენით!
უბრალოდ, მე ეს კითხვა გავიგე ასე - ოდესმე, მქონია, თუ არა საშუალება პირისპირ საუბარში ვინმესთვის მეთქვა "მოღალატე“ და ვთქვი, რომ, საბედნიეროდ, ღმერთმა დამიფარა ამისგან, რომ ჩემ [გარშემო] ურთიერთობაში ეს სიტყვა გამომეყენებინა.
ძალიან ბევრჯერ გამომიყენებია და ეს მითქვამს და ძალიან ბევრჯერ გამოვიყენებ კიდევაც, როგორც ჩანს!





