აგენტის ფუნქცია არ წასულა არსად, კანონიდან ის ამოვიღეთ, მაგრამ დარჩა ამ კანონის ირგვლივ გამართულ დისკურსში. კიდევ უფრო ცუდი საქმე გააკეთა ამ ტერმინმა - აგენტმა... ტერმინ [უცხო ძალის ინტერესების] გამტარებელს შეიძლებოდა რაღაცნაირად შეენარჩუნებინა ნეიტრალურობის წონასწორობა და ბალანსი, რომ არ არ გამხდარიყო... ფაქტობრივად ის გავასინონიმეთ აგენტთან ასეთი მარტივი მექანიკიური ჩანაცვლებით და ვერანაირი მექანიკური ჩანაცვლება ვერ შეცვლის შინაარსს [...]
[...] ილია ჭავჭავაძემ თქვა დიდი ხნის წინათ: კაცს კაცი აღარ ჰქვია თუ კაცური არ დავამატეთო. თუ აგენტს არ დაამატე დაზღვევის აგენტი, ის აგენტი იქნება ყოველთვის.





