საბრძოლო მოქმედებები კურსკის ოლქში

უკრაინამ კურსკის ოლქში რკინიგზის ნაწილზე იერიში მიიტანა

უკრაინამ კურსკის ოლქში, ქალაქ ლგოვის მახლობლად რკინიგზის ნაწილზე იერიში მიიტანა.

ინფორმაციას ადასტურებს ლგოვის მერი ალექსეი კლევეშოვი.

"ქალაქი უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშში მოყვა. შეტევის შედეგად დაზიანდა ლგოვი-კიევსკის სარკინიგზო მაგისტრალი". – ამბობს კლევეშოვი.

ლგოვი კურსკის ოლქის მსხვილი სარკინიგზო კვანძია, რომლიდანაც მატარებლები ბრიანსკისა და ვორონეჟის ოლქების, ასევე უკრაინის მიმართულებით დადიან.

კომენტარები