განათლება

რუსეთის უნივერსიტეტებში სწავლის სურვილი საქართველოდან 100-მდე აბიტურიენტმა გამოთქვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სათავო ოფისი მოსკოვში
MAXIM SHEMETOV/REUTERS

რუსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის სურვილი საქართველოდან 100-მდე აბიტურიენტმა გამოთქვა. ამის შესახებ პროსამთავრობო რუსული გამოცემა საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციაზე დაყრდნობით წერს.

განცხადებების მიღება 1 სექტემბერს დაიწყო და 1 ნოემბრამდე გაგრძელდება. 2024 წლისთვის კვოტა 200 ადგილი იქნება, ხოლო სწავლა რუსეთის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიისა და მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის გარდა, ნებისმიერ უნივერსიტეტში ისწავლონ.

ამ ეტაპზე ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა არჩევანი რუსეთისა და სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტებზე შეაჩერა, ხოლო ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტები მედიცინა, ლინგვისტიკა, IT და იურისპრუდენციაა. 

კომენტარები