26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებამდე დარჩა ზუსტად 2 თვე. ზუსტად 2 თვე გამარჯვებამდე!
26 ოქტომბრის არჩევანი არის ცხადი, როგორც არასდროს. ჩვენ ვირჩევთ კეთილდღეობას ევროპაში ან სიღატაკეს - იზოლაციაში. მე ზუსტად ვიცი, რომ ქართველი ხალხი აირჩევს კეთილდღეობას ევროპაში. ეს არის სწორედ 26 ოქტომბრის არჩევანი. ვირჩევთ ევროპულ განათლებას, ხელფასებს და პენსიებს, ევროპულ და ამერიკულ ინვესტიციებს - ეს არის ჩვენი არჩევანი და არა ივანიშვილის კლანური მმართველობა, სადაც ეკონომიკა მხოლოდ მასზე და მის გარემოცვაზე მუშაობს.
ივანიშვილის პირობებში გარდაუვალია საქართველოს საერთაშორისო იზოლაცია, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს მოქალაქეების ეკონომიკურ მდგომარეობას.





