მთავარი, რაც მიღწეულ იქნა რუსეთის ხელისუფლების ისტორიული გადაწყვეტილებით - სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით - არის მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა რესპუბლიკის მცხოვრებლებისთვის. სამხრეთ ოსეთი გათავისუფლდა განადგურების საფრთხისგან და მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობა მიიღო. სამოქალაქო მოსახლეობის ყოველდღიური სიკვდილი, ტერაქტები, დაბომბვები, ნგრევა, ბლოკადა - ყველა ეს საშინელება წარსულში დარჩა. საქართველოს ბარბაროსულ აგრესიაზე რუსეთის გადამწყვეტმა და სავსებით ადეკვატურმა რეაქციამ დაანგრია დადავლეთის გეგმები კავკასიაში NATO-ს წინსვლასთან დაკავშირებით. ხოლო საქართველომ ისწავლა გამომაფხიზლებელი გაკვეთილი, რომლის გამოც სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ რუსეთთან "მეორე ფრონტის" გახსნისგან თავი შეიკავეს.
2008 წლის აგვისტოს ომი
გაგლოევი 2008 წლის ომზე: საქართველომ ისწავლა გაკვეთილი, რის გამოც მეორე ფრონტი არ გახსნეს
tbl.ge/6vrj
დაკოპირდა

თქვა რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედია ТАСС-თან საუბარში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტმა ლიდერმა, ალან გაგლოევმა. 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა საქართველოს ორი ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.
ალან გაგლოევი2008 წლის აგვისტოს ომისაქართველოს ოკუპირებული რეგიონებისაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიოკუპირებული ცხინვალის რეგიონი
ამავე თემაზე
- რუსეთში Дождь-ის ჟურნალისტს 2008 წლის ომზე პოსტისთვის ათწლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს
- 2008 წლის ომის დროს ჩემი თხოვნით ბერლუსკონიმ პუტინს დაურეკა, შეთანხმება მალე გაფორმდა – კალაძე
- Дождь-ის რედაქტორს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე პოსტის გამო დაუსწრებლად ასამართლებენ
- მედვედევი ოკუპირებულ ცხინვალზე: 2008 წელს ისტორიული სამართლიანობა აღდგა
- 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 17 წელი გავიდა




