საქართველო-აშშ

ვაშაძე: მსოფლიოს პოლიტიკურ ძალიან სერიოზულ წარმომადგენლებს, ელიტას შევხვდით

ჩვენთვის რა არის მთავარი? რომ ჩვენ ძალიან ახლოს უნდა ვიყოთ ამ ზე-მძლავრ სახელმწიფოსთან, ამერიკასთან. 

ჩვენ გვჭირდება მეტი ამერიკული სიკეთე საქართველოში, მეტი ამერიკული დოლარი ქართულ ოჯახებში, უვიზო მიმოსვლა, მეტი თავისუფალი ვაჭრობა, მეტი ინვესტიციები და პირობას გაძლევთ, 26 ოქტომბერს ჩვენი გამარჯვების შემდეგ ამას გავაკეთებთ და ძალიან ბევრი საზეიმო დღე გვექნება საქართველოში ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ერთად. 

საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, საქართველოს ექნება თავისუფალი ვაჭრობა ამერიკასთან და საქართველო წავა წინ, მე ამაში 100%-ით დარწმუნებული ვარ. 

თინასთან ერთად მსოფლიოს პოლიტიკურ, ძალიან სერიოზულ წარმომადგენლებს, ასე ვთქვათ, ელიტას შევხვდი. 

საბოლოო ჯამში ქართველი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს.

 ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე ჩიკაგოში, კამალა ჰარისის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელების ღონისძიების შემდეგ.

კომენტარები