22 აგვისტოს უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით ვოლგოგრადის აეროპორტზე იერიში მიიტანა.
იერიშს ნაწილობრივ ადასტურებს ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორი ანდრეი ბოჩაროვი. მისი თქმით, "თავდაცვის სამინისტროს საჰაერო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატების იერიში მოიგერიეს, დრონების უდიდესი ნაწილი განადგურებულია".
ბოჩაროვი ამბობს, რომ დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად სამხედრო აეროპორტის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, რომელიც ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
ვოლგოგრადის სამხედრო აეროპორტი, იგივე მარინოვკა რუსული მზვერავი თვითმფრინავების ბაზაა.





