უკრაინელი მაღალჩინოსნების თქმით, 21 აგვისტოს ქვეყნის პარლამენტმა რომის სტატუტის რატიფიცირებას მხარი დაუჭირა, რითაც უკრაინა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი (ICC) გახდება.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარლამენტში რატიფიცირების შესახებ კანონპროექტი 15 აგვისტოს წარადგინა. ხოლო რატიფიცირებას დღეს მხარი 281-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი მხოლოდ ერთი იყო.
უკრაინას წარსულში ICC-ს იურისდიქცია აღიარებული ჰქონდა, თუმცა უკრაინისთვის სრული წევრობა მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდეს.
გადაწყვეტილება ძალაში გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის მიერ რატიფიკაციის შესახებ ხელმოწერილი კანონპროექტის მიღებიდან 60 დღეში შევა.
რომის სტატუტი რატიფიცირებული ამ დროისთვის უკვე 125 სახელმწიფოს აქვს, ხოლო 30 ქვეყანას მასზე მხოლოდ ხელი აქვს მოწერილი. საქართველო ხელშეკრულებას 2003 წლის 5 სექტემბერს შეუერთდა.