ბექა ოდიშარია

ოდიშარია ენმ-ზე: ვინაიდან არ ასვენებთ გამჩენი, სამართლებრივად უნდა აგონ პასუხი

ახლა დროა, ვინაიდან არ ასვენებთ გამჩენი, ვინაიდან არ ეშვებიან საქართველოს ღალატს, მათ უნდა სამართლებრივად აგონ პასუხი და მათ შორის, ესენი უნდა აბსოლუტურად მოიკვეთონ პოლიტიკური ველიდან, სხვა შემთხვევაში საქართველო არ დაწყნარდება.

მე არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო კოლექტიური ნაცმოძრაობის ამომრჩეველს, ისინიც ქართველები არიან, ისინიც საქართველოს მოქალაქეები ბრძანდებიან. თუმცა, ამ შემთხვევაში შეიძლება პარალელი მთლად რელევანტური არ იყოს, მაგრამ ფაშისტური გერმანიის იმდროინდელ მმართველ ძალასაც დღემდე ჰყავთ აპოლოგეტები.

ის ვითომდა წუხილები, რომელიც აქვთ ოპოზიციურ მედიებსა და პარტიებს, რომ თურმე ქართული ოცნების განცხადებებს მყისიერად ეხმაურება რუსული მედია ან პოლიტიკური ისტებლიშმენტი, ამ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვართ პრო-რუსული პარტია და ეს განცხადებები გვაზიანებს, ნუთუ ვერაფრით მოვახერხეთ ერთი ზარის განხორციელება ჩვენ, "პრო-რუსულმა" პარტიამ, იმისათვის, რომ გვეთხოვა ჩვენი "პარტნიორი" რუსეთისთვის, რომ ასეთი ტიპის განცხადებები მეორე დღეს არ გააკეთონ.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ.

ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს მიერ 13 აგვისტოს გაკეთებული განცხადებით, ყოფილ ხელისუფლებას "აღიარებული აქვს 2008 წლის ომის დაწყება" და "ამ პოლიტიკურ ძალას კვლავაც ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილი ამოძრავებს", ამიტომ "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წარიმართოს საჯარო სამართლებრივი პროცესი და საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა უმძიმესი მოღალატეობრივი დანაშაული ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე".

კომენტარები