ხვალ, 21 აგვისტოს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის, არჩილ სულაკაურის, ანა კალანდაძის, გოთუას, შარტავას, შორსის, შალვა მჭედლიშვილის, იოსებიძის და ხვიჩიას ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის დასახლების (ნაწილობრივ), ბუდაპეშტის, ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების, ვახტანგ ჩიქოვანის, ზემო დელისის, მეგრელიძის, მანუელ აფხაიძის, შალვა ნუცუბიძის და დელისის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და წყნეთის ქუჩის მოსახლეობას.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.