უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინული ძალები რუსეთის კურსკის ოლქში 1 250 კვადრატულ კილომეტრსა და 92 დასახლებას აკონტროლებენ.
მან ასევე მოკავშირეებს მოუწოდა, რომ უკრაინას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დასავლური შეიარაღებით იერიშების მიტანის ნებართვა მისცენ, რადგან, მისი თქმით, ასეთ ნებართვების სიმწირე მთავარი მიზეზი იყო, რის გამოც უკრაინამ აღმოსავლეთ ფრონტზე რუსული ჯარების წინსვლა ვერ შეაჩერა.
"რუსეთთან მიმართებით ე.წ. წითელი ხაზების გულუბრყვილო, ილუზორული ცნება, რომელიც ზოგიერთი პარტნიორისთვის ომის შეფასებისას დომინირებდა, ამ დღეებში სადღაც სუჯას სიახლოვეს ჩამოიშალა". - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ელჩებთან მიმართვისას.





