17 აგვისტოს საღამოს, რუსეთის ჯარებმა უკრაინაში, დონეცკის ოლქის ქალაქ მირნოგრადზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. რუსული ФАБ-500 -ტიპის ბომბით მიტანილ თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 4 დაშავდა.
ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას დონეცკის ოლქის მეთაური, ვადიმ ფილაშკინი თავის ტელეგრამ გვერდზე ავრცელებს.
"დღეს საღამოს, ქალაქი ისევ მტრის სამიზნე გახდა. რუსების ბომბი 9 სართულიან დაუმთავრებელ კორპუსს მოხვდა".- წერს ფილაშკინი.
თავდასხმის შედეგად, 78 წლის მოხუცი შუა ქუჩაში გარდაიცვალა. გარდა ამისა, მძიმე დაზიანებები მიიღეს ორმა ქალმა და ორმა მამაკაცმა.
ქალაქში აფეთქების ტალღამ მრავალსართულიანი შენობები, კინოთეატრი, მაღაზიები და აფთიაქი დააზიანა.





