თურქეთში, ეგეოსის ზღვის საკურორტო ქალაქ იზმირში მეხანძრეები უკვე მესამე დღეა ტყის ძლიერ ხანძარს ებრძვიან. ხანძარარი ხუთშაბათს გაჩნდა და ძლიერი ქარის დახმარებით სწრაფად გავრცელდა დასახლებულ პუნქტებში, რის გამოც 17 აგვისტოს ასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.
იზმირი მოსახლეობის რაოდენობით თურქეთის მესამე სიდიდის ქალაქია.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას თქმით, იზმირის 5 დაზარალებული რაიონიდან 900 მაცხოვრებლის ევაკუაცია განხორციელდა.
"ამჟამად, ორი თვითმფრინავი და თერთმეტი ვერტმფრენი აგრძელებენ ადგილზე მუშაობას". - თქვა სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა, იბრაჰიმ იუმაკლიმ. მისი თქმით, ქალაქის მაცხოვრებლებს სანერვიულო არაფერი აქვთ. მინისტრის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაახლოებით 1600 ჰექტარი მიწა დაზარალდა.
კიდევ ექვსი ხანძარი კვლავ მძვინვარებს თურქეთის სხვა ქალაქების ტყეებში, მათ შორის ჩრდილო-დასავლეთ ბოლუსა და აიდინში. Anadolu Agency-ის ცნობით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 300-ზე მეტი სხვადასხვა სახის
კარსიკაიას რაიონში გაჩენილმა ხანძარმა უკვე გაანადგურა 16-ზე მეტი სახლი, ამ დროისთვის მოხერხდა 87 სახლის მცხოვრებლისა და 45 ბიზნესს ობიექტის ევაკუაცია.
ხანძრის გავრცელების გამო ცხოველთა თავშესაფრის ევაკუაციაც გახდა საჭირო, ხოლო ცეცხლმოკიდებული ტყეების კვამლმა დააზარალა ქალაქის რამდენიმე ნაწილი, მათ შორის ბაირაკლისა და ციგლის რაიონები.