ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 30 პოლიტიკური პატიმარი შეიწყალა. ლუკაშენკოს ოფისის ინფორმაციით, შეწყალება შეეხო 16 კაცს და 14 ქალს, მათ შორის, მოხუცებსა და მათ, ვისაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვთ.
ბელარუსში დაფუძნებული ადამიანთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის, Вясна-ს მიხედვით, ამჟამად ქვეყანაში 1 400-მდე პოლიტმატიმარია.
შეწყალების ნაბიჯს გამოეხმაურა ბელარუსის ოპოზიციის დევნილი ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია და აღნიშნა, რომ ეს "პატარა, თუმცა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია" და პირობა დადო, რომ განაგრძობს ბრძოლას სანამ ყველა პოლიტპატიმარი არ გათავისუფლდება.
მანამდე, ივლისში ბელარუსში პატიმრობიდან გაათავისუფლეს 18 პოლიტიკური პატიმარი, რომელსაც ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები ჰქონდათ. ივლისში გათავისუფლებულთა შორის ერთ-ერთი სიმსივნით დაავადებული ოპოზიციონერი რიჰორ კასტუსიოუა.





