15 აგვისტოს ღამეს, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე 29 უპილოტო საფრენი აპარატითა და 3 მართვადი საავიაციო რაკეტით იერიში მიიტანეს.
"ჰაერსაწინააღმდეგო ბრძოლის შედეგად, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის მობილურმა ჯგუფებმა ოკუპანტების მიერ გაშვებული 29-ვე დრონი გაანადგურეს". – წერია შეიარაღებული ძალების ანგარიშში.
დრონები მიკოლაევის, ჩერკასის, კიროვგრადის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, სუმის, ჩერნიგოვის და კიევის ოლქებში ჩამოაგდეს.
რაკეტები კურსკის საჰაერო სივრციდან ისროლეს, ხოლო დრონები პრიმორსკო-ახტარსკისა და ეისკის ოლქებიდან აფრინდნენ.
რუსეთი უკრაინას ყოველდღიურად ავიაციითა და არტილერიით ბომბავს.





