საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი სუვერენიტეტის გამყარებისკენ, რათა ვერ შეძლონ მასზე საგარეო გავლენის ქონა, რათა განვითარდეს სწორედ ისე, როგორც ქართველ ხალხს სურს და არა როგორც დასავლეთის რიგ პოლიტიკოსებს უნდათ. ვნახეთ რეაქცია, როცა კანონს იღებდნენ, როგორი მუქარა ისმოდა ევროპელი პოლიტიკოსების, შეერთებული შტატების მხრიდან, და სანქციებიც და ეკონომიკური ზეწოლა, თუმცა, ალბათ, ქართველ პარლამენტარებს უნდა მივულოცოთ, რომ დაიცვეს ეს პოზიცია და გააკეთეს საკუთარი ქვეყნის სამომავლო განვითარების არჩევანი.
tbl.ge/6vf2
დაკოპირდა

დსთ-ს საკითხებში რუსეთის სახელმწიფო დუმის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, არტიომ ტუროვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ რუსული კანონის ხელმოწერას რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიასთან საუბარში გამოეხმაურა.
ამავე თემაზე
- გორდულაძე: დარღვევისას პასუხისმგებლობა დაეკისრება გრანტის მიმღებს და არა გამცემს
- სტრასბურგის სასამართლომ აქციაზე დაკავებული გიორგი მექვაბიშვილის საქმეზე დარღვევა დაადგინა
- რუსული კანონის საქმეზე 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საჩივარი ECHR-მა წარმოებაში მიიღო
- საია: სტრასბურგმა რუსულ კანონზე სარჩელი წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო
- საია: სტრასბურგის სასამართლომ რუსულ კანონზე საჩივრის განხილვა დაიწყო




