მე არ ვიცი, ჰელსინკის ჯგუფს რა ამოცანები და მიზნები აქვს, როდესაც ასეთ მტკნარ სიცრუეს ტირაჟირებს.
კიდევ ერთხელ ვამბობ, თავს ვიკავებ, რომ უფრო მკვახედ არ მოვიხსენიო მათი საქციელი - ყველაზე რბილი იქნებოდა გაუაზრებლობა და ინფორმაციის არ ქონა, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ერთიც აქვთ და მეორეც.
უბრალოდ, სულ სხვა მიზანი აქვთ - მიზანი ერთია და ნათელი, რომ საქართველო რამენაირად იქნეს დადანაშაულებული, ხელისუფლება შეიცვალოს მშვიდობისმყოფელი და მოვიდეს, ხელის ბიჭების და გოგონების ხროვა ხელისუფლებაში.





