რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა სუმსა და ჩერნიგოვში ინფრასტრუქტურა დაბომბა, ნაწილობრივ გათიშულია დენი და გაზი

ხანძარი ჩერნიგოვში
ДСНС

რუსეთმა სუმსა და ჩერნიგოვზე იერიში მიიტანა. დაბომბვის შედეგად დაზიანებულია კრიტიკული ინფრასტრუქტურა.

ქალაქ სუმზე იერიშის შედეგად დაზიანებულია ელექტროსადენები და გაზის მილები. მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიისა და გაზის გარეშე დარჩა. დაჭრილია ერთი ადამიანი.

გარდა ამისა, რუსული დაბომბვის ქვეშ მოყვა ჩერნიგორივს ოლქიც. ცეცხლი გაუჩნდა საცხოვრებელ შენობებს. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ არის.

13 აგვისტოს ღამეს, რუსეთმა უკრაინაზე დრონებით იერიში მიიტანა. საჰაერო თავდაცვის ძალებმა 30 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა.

კომენტარები