13 აგვისტოს ღამეს, უკრაინის საჰაერო ძალებმა 30 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა.
"ჰაერსაწინააღმდეგო ბრძოლის შედეგად, 13 აგვისტოს ღამეს, უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ განადგურებულ იქნა მტრის 38 დრონიდან 30". – წერია უკრაინის შეიარაღებული ძალების ანგარიშში.
დრონები ჩამოგდებულია მიკოლაევის, ვინიცკის, სუმის, კიროვგრადის, ხერსონის, ჩერგიჰოვის, დნეპროპეტროვსკისა და ჩერკასის ოლქებში.
უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის ტერიტორიიდან, კერძოდ პრიმორო-ახტარსკისა და კურსკის ოლქებიდან აფრინდნენ.
გარდა ამისა, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე იერიში 2 ისკანდერის ტიპის რაკეტით მიიტანა.
რუსეთი უკრაინას ყოველდღიურად არტილერიითა და ავიაციით ბომბავს.





