თურქეთი

თურქეთში მამაკაცი ნაცისტური სიმბოლიკის ნიღბით მეჩეთს თავს დაესხა, დაიღუპა ერთი ადამიანი

12 აგვისტოს, თურქეთში, ქალაქ ესკიშეჰირში მეჩეთს 18 წლის ახალგაზრდა მამაკაცი თავს დაესხა. მას სახეზე ეკეთა ნიღაბი ნაცისტური სიმბოლიკით.

თავდამსხმელმა ერთი ადამიანი მოკლა, ხოლო დანით დაჭრა შვიდი. მკვლელი მომხდარს თავად, GoPro ტიპის კამერით იღებდა.

ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციამ დააკავა. ვარაუდობენ, რომ მან თავდასხმა "სამხედრო თემატიკის კომპიუტერული თამაშის გავლენით" განახორციელა.

კომენტარები