საქართველო-აშშ

შაჰინი: ვადასტურებთ მხარდაჭერას თავისუფალი, სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნებისადმი

ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ვიმყოფებით აქ მნიშვნელოვან დროს, გახლავთ მოსალოდნელი არჩევნები. გვსურდა, დაგვედასტურებინა და გაგვემყარებინა ჩვენი მხარდაჭერა თავისუფალი, სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნებისადმი. გაგვემყარებინა ჩვენი ერთგულება მთავრობისადმი, რომ უზრუნველყოფილი იყოს საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მონაწილეობა, ვინც უზრუნველყოფს, რომ ეს არჩევნები ასახავს საქართველოს ხალხის ნებას. ჩვენ ვაგრძელებთ მხარდაჭერას, აშშ მთელი ძალისხმევით მხარს უჭერს დამკვირვებელთა ჯგუფებს და ამას გავაგრძელებთ კიდეც არჩევნების პერიოდში. 

თქვა ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე. 

კომენტარები