ბიძინა ივანიშვილის ქონება

ოცნების დეპუტატი: ივანიშვილს სადაც უნდა, რამდენი ქონებაც უნდა, იმდენი ექნება

როდესაც ბიძინა ივანიშვილზე ვსაუბრობთ, ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, ქართველი, რომელიც მოღვაწეობს და მოღვაწეობდა საქართველოში და რომლის პატრიოტიზმსაც და რომლის ქვეყანასთან დამოკიდებულებასაც ისტორია დაწერს და უკვე დაწერა, ხო? თქვენ ახლა თუ დასდევთ მის ქონებებს და ა.შ. სდიეთ და ამოიღეთ რამდენიც გინდათ. სადაც უნდა, რამდენი ქონებაც უნდა, იმდენი ექნება, რა პრობლემაა?! ამაში რა პრობლემას ხედავთ? [...]

ძალიან ბევრ საქართველოს პატრიოტს შეიძლება, ჰქონდეს ნებისმიერ ადგილზე რეზიდენციაც, მიწის ნაკვეთიც და ა.შ.

ასე გამოეხმაურა ივანიშვილის რეჟიმის დეპუტატი, ირაკლი კირცხალია აი, ფაქტისOCCRP, iStories (რუსეთი), GMC, სტუდია მონიტორისა და საერთაშორისო გამჭვირვალობის ჟურნალისტურ გამოძიებას, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილის მოსკოვში არსებული უძრავი ქონების მინიმალური საბაზრო ღირებულება 14.7 მილიონ დოლარს შეადგენს.

კომენტარები