ბიძინა ივანიშვილის ქონება

Bloomberg: ივანიშვილი გუშინდელთან შედარებით $25 მილიონით გამდიდრდა

ივანიშვილი და უილიამ დე კუნინგის ტილო
nyoobserver.com

Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის თანახმად, ბოლო 24 საათში ბიძინა ივანიშვილის ქონება 25 მილიონი დოლარით გაიზარდა.

საქართველოს უმდიდრესი ადამიანის ქონების ჯამური ღირებულება ამჟამად დაახლოებით 5.15 მილიარდ დოლარს შეადგენს.

გასული წლის ამ მონაკვეთში ბიძინა ივანიშვილის ქონება 325 მილიონი დოლარით მეტი იყო, ერთი თვის წინ კი 150 მილიონით დოლარით მეტი.

ბიძინა ივანიშვილის ქონების ღირებულების ბოლოდროინდელი ვარდნა კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისს მოსდევს, რომლის პირობებშიც მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები მილიარდობით დოლარს კარგავენ.

კომენტარები