ხაბიბ ნურმაგომედოვი

ფინანსურმა პოლიციამ დარღვევები აღმოუჩინა ნურმაგომედოვს, რომელმაც ომს მხარი არ დაუჭირა

ხაბიბ ნურმაგომედოვი
Cdnstatic.ng

რუსულმა დამოუკიდებელმა მედია პროექტმა ჟურნალისტური გამოძიების ვიდეო გამოაქვეყნა.

ვიდეო ავტორების თქმით, ცნობილი ნურმაგომედოვი კრემლმა ომის მხარდაჭერაზე უარის გამო ფინანსურად დასაჯა.

პროექტის ცნობით, ნურმაგომედოვს ომის დაწყებიდან ორი კვირის განმავლობაში საჯარო პოზიციის დაფიქსირებას სთხოვდნენ, რაზეც სპორტსმენმა უარი თქვა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან მებრძოლის ახლობლები ლაპარაკობენ.

გარდა ამისა, 2024 წლის ზაფხულში, UFC-ის ერთ-ერთ ტურნირზე ნურმაგომედოვი დონალდ ტრამპს შეხვდა. აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, მებრძოლმა მას უკრაინაში ომის დროულად დასრულება სთხოვა. 

ცოტა ხნის წინ ნურმაგომედოვის შემოსავლებით რუსეთის ფინანსური პოლიცია დაინტერესდა და სპორტსმენს მრავალმილიონიანი დავალიანება აღმოუჩინა.

ხაბიბ ნურმაგომედოვი ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი MMA-ს მებრძოლი და მსოფლიოში ცნობადი რუსი სპორტსმენია.

კომენტარები