6 აგვისტოს ღამეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა ოკუპანტების მიერ გაშვებული 4 რაკეტა და 15 უპილოტო საფრენი აპარატი.
დრონების ჩამოგდებაში მონაწილეობა მიიღეს თავდაცვის ძალების მებრძოლმა ჯგუფებმა, საზენიტო-სარაკეტო და საჰაერო თავდაცვის რადიოელექტრონული ბრძოლის ქვედანაყოფებმა.
"2024 წლის 6 აგვისტოს ღამეს მტერმა უკრაინის მიმართულებით გაისროლა 2 ბალისტიკური და 2 საავიაციო რაკეტა, ასევე 16 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი. განადგურებულია 4 რაკეტა და 15 დრონი". – ამბობს საჰაერო ძალების ხელმძღვანელი მიკოლაი-ოლეშუკი.
რუსეთი უკრაინას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.





