არჩევნები 2024

კოალიაცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა – სხდომაზე ახალი სახელი წარადგინეს

ახალი

"კოალიაცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა" - პოლიტსაბჭოს სხდომაზე ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას პარტია ახალის, ზურა გირჩი ჯაფარიძის გირჩისა და ელენე ხოშტარიას დროას პოლიტიკური გაერთიანების ახალი სახელი განისაზღვრა. 

"დღეს გაიმართა პარტია “ახალის” პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელზეც პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილეებად დაამტკიცეს ანა გოგოლაძე და ანი ქავთარაძე. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით შეიქმნა ქალთა ორგანიზაცია, რომლის თავმჯდომარედ აირჩა ანა გოგოლაძე.

ასევე, გაიმართა პარტიის რიგგარეშე ყრილობა და განისაზღვრა პარტიის ახალი სახელი - “კოალიაცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა"" - წერია პარტიის განცხადებაში. 

კომენტარები