არჩევნები 2024

ჩიხლაძე: 26 ოქტომბერს ვიმარჯვებთ და იწყება ახალი თავი საქართველოს ისტორიაში

ერთიანობის ტურნე გრძელდება, დღეს ვიქნებით კახეთში, თელავში. 

 26 ოქტომბრამდე ვიქნებით ყველგან, ყველა სოფელში, ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ქალაქში, დიდში თუ პატარაში შევხდებით ასობით ათას ჩვენს ამომრჩეველ თანამოქალაქეს. 

26 ოქტომბერს ვიმარჯვებთ და 26 ოქტომბრიდან იწყება ახალი თავი საქართველოს ისტორიაში, რასაც ჰქვია საქართველო ევროკავშირში, რასაც ჰქვია რეფორმები, რასაც ჰქვია განვითარება, რასაც ჰქვია ქვეყნის და ოჯახების გამდიდრება და რასაც ჰქვია საქართველოს ევროპული მომავალი. ამისთვის მოსახლეობა მზად არის, ამისთვის ჩვენ მზად ვართ. 

ჩვენ ვართ მოტივირებულები, აუცილებლად ვიქნებით ყველა ქალაქში, ყველა სოფელში თითოეულ ქართველს, თითოეულ საქართველოს მოქალაქეს შევხდებით 26 ოქტომბრამდე.

ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე.

კომენტარები