ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა

1 წლითა და 2 თვით პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ძაღლი ცემით მოკლა

ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დაკავებული პირი ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 2 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ბრალდებულმა 2023 წლის 6 დეკემბერს ძაღლს ჯოხით სცემა, რის შედეგადაც ის მოკვდა. შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში მოხდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევიდან 1 თვის შემდეგ, 2024 წლის 9 იანვარს, მას შემდეგ დააკავეს, რაც ძალადობის ამსახველი მასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. 

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია) ცნო.

კომენტარები