მარნეული

მარნეულში 4 წლის ბავშვს თავში კისტის თოფის ტყვია მოხვდა, რომელიც მის ძმას გაუვარდა

მარნეულში 4 წლის ბავშვს თავში კისტის თოფის ტყვია მოხვდა. არასრულწლოვანი თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადმოიყვანეს.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებით [სსკ-ის 124-ე მუხლი]. მათივე თქმით, ტყვია დაზარალებულის ძმას გაუვარდა. გავრცელებული ინფორმაციით ძმა არასრულწლოვანია.

ინფორმაცია თავდაპირველად რადიო მარნეულმა გაავრცელა. გამოცემა წერს, რომ თავდაპირველად, ბავშვი მარნეულის  ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკაში 1 აგვისტოს კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს.

რადიო მარნეული ასევე ავრცელებს ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელის კომენტარს, რომლის მიხედვითაც ტყვიის შედეგად არასრულწლოვანის ტვინი მნიშვნელოვნად დაზიანდა და პაციენტის მდგომარეობის შესახებ პროგნოზების გაკეთება რთულია.

კომენტარები