საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვა

თბილისის მერია: "გუდვილის" მიმდებარე ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

https://droa.ge/

აღმაშენებლის ხეივანზე, "გუდვილის" მიმდებარე ხიდზე, 2-16 აგვისტოს განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

"აღმაშენებლის ხეივანში, ჰიპერმაკეტ "გუდვილის" მიმდებარედ არსებული  ხიდის სადეფორმაციო ნაკერების გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 

აღნიშნული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან, ორი კვირის განმავლობაში ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება". - წერია მერიის განცხადებაში. 

კომენტარები