საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვა

დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

დავით აღმაშენებლის ძეგლი, მარშალ გელოვანის გამზირი
Anna Popova / panoramio.com

როგორც თბილისის მერია თავის ოფიციალურ Facebook-გვერდზე წერს, 8 ოქტომბერს, აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე, მიმდინარე სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. 

პროექტს მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. 

ავტომობილთა გადაადგილების შეზღუდვა იმოქმედებს 5:00-დან 08:00 საათამდე შემდეგ საგზაო მონაკვეთებში: სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თბილისის შემოვლითი გზისა და თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილის კვეთამდე. 

შეზღუდვის ფარგლებში ავტომობილებს  გადაადგილება მოუწევთ დავით აღმაშენებლის ხეივნიდან სხვიტორის ქუჩის (ე.წ. ზაჰესის ხიდის), ავჭალის ქუჩისა და თბილისის შემოვლითი გზის გამოყენებით.
 

კომენტარები