რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

კრემლი უკრაინისთვის გადაცემული F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების ჩამოგდებით იმუქრება

კრემლი უკრაინისთვის F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების გადაცემას გამოეხმაურა და მათი ჩამოგდებით დაიმუქრა. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი "უკრაინისთვის გადაცემულ დასავლურ F-16-ის გამანადგურებლებს ჩამოაგდებს".

"მათი რიცხვი თანდათანობით შემცირდება, მათ ჩამოვაგდებთ.. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ [გამანადგურებლების] მიწოდებას არანაირი არსებითი გავლენა ფრონტზე განვითარებულ მოვლენებზე არ ექნება".- თქვა პესკოვმა.

კრემლის პრესსპიკერის თქმით, აღნიშნული გამანადგურებლები უკრაინისთვის "ჯადოსნურ აბი" ვერ იქნება.

კომენტარები