იკვეთება არაჯანსაღი ინტერესი საქართველოს მიმართ და მერწმუნეთ, 95 მილიონი იქნება თუ სხვა პირობები, ისევე ჩაცხრება, როგორც მაისის თოვლი ქრება, იმიტომ, რომ ახლა სამხედრო-პოლიტიკური კონტექსტი არის ასეთი და ომის ავანსცენაზე არის მოვლენები განვითარებული სხვაგვარად, მაგრამ ყველა პროცესი იუწყება იმის შესახებ და ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი იმედი იმისა, რომ ომი დამთავრდება ძალიან მალე, 6 თვეში, მაქსიმუმ 1 წელიწადში და მერწმუნეთ, ყველა ეს პრეტენზია კვლავ მინელდება და ჩვენი ურთიერთობები ჩადგება კალაპოტში, რადგან შეერთებული შტატები ძალიან კარგად აანალიზებს, რომ საქართველო არის უღალატო პარტნიორი.
tbl.ge/6uvi
დაკოპირდა

ქართული ოცნების დეპუტატი ბექა ოდიშარია პალიტრანიუსის ეთერში, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებაზე. ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ აჩერებს $95 მილიონზე მეტი ოდენობის დახმარებას, რომლითაც პირდაპირ სარგებელს საქართველოს მთავრობა ნახულობს.
ამავე თემაზე
- კობახიძე აშშ-ზე: რაც გააფუჭა უსამართლობამ, შეიძლება გაასწოროს სამართლიანმა მიდგომამ
- აშშ ელის მთავრობასთან მუშაობას პარტნიორობისთვის, რომელიც სარგებელს მოიტანს – დელეგაცია
- აშშ-ს დელეგაციისთვის პატივი იყო შიო III-სთან შეხვედრა – საელჩო
- კოალიცია ცვლილებისთვის წევრები აშშ-ს სახდეპის დელეგაციას შეხვდნენ
- გამოითქვა მზაობა თანამშრომლობის გაღრმავებისთვის – შიო III-მ სახდეპის წარმომადგენლები მიიღო




