ორშაბათს, 5 აგვისტოს, 20:00 საათზე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლის წინ პრესკონფერენციას გამართავს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრესკონფერენციაზე დასწრების მსურველმა ჟურნალისტებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ბმულზე - 3 აგვისტოს 18:00 საათამდე.
"პრესკონფერენციას ერთი მედიიდან დაესწრება ერთი ჟურნალისტი. ოპერატორები და ფოტოგრაფები არ დაესწრებიან). ინტერვიუ გადაიცემა LIVE რეჟიმში სატელევიზიო სიგნალის საშუალებით" - აცხადებს ადმინისტრაცია.





