პრეზიდენტის პრესკონფერენცია

სალომე ზურაბიშვილი ორშაბათს პრესკონფერენციას გამართავს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პრესკონფერენცია ორშაბათს, 28 იანვარს, 17:00-ზე გაიმართება. ამის შესახებ მისმა პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა თქვა. 

"მედიის წარმომადგენლებს ექნებათ საშუალება, მიიღონ პასუხი ყველა საინტერესო კითხვაზე" - აღნიშნა მოისწრაფიშვილმა.

პრეზიდენტის პრესსპიკერის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს ბრიფინგი დღეს უნდა გაემართა, თუმცა, ჟურნალისტ ლევან ჩხაიძის გარდაცვალების გამო გადადო.

კომენტარები