მუქარა პოლიტიკოსების, პარლამენტის წევრების მიმართ, რომლებიც საკუთარ მოვალეობას ასრულებენ და კანონშემოქმედებითი საქმიანობით არიან დაკავებულები - მათთვის და მთავრობის წევრებისთვის სანქციების დაწესება მაშინ, როცა ჩვენ ერთმანეთთან მეგობრულ, სტრატეგიულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე ვსაუბრობთ, უბრალოდ ნონსენსია, გაუგებარია.
უკეთესი იქნება, ტონი შეიცვალოს [...] საგარეო კურსი როდის და სად შევცვალეთ? იგივე იანუკოვიჩისგან განსხვავებით, როდის ვთქვით, რომ ჩვენ ევროპაში არ გვინდა და რუსეთთან გვსურს? ვეხვეწებით, ვეაჯებით, ყველა კარს ვამტვრევთ, ვაკაკუნებთ, იმისთვის, რომ რამენაირად მოლაპარაკებები გაგვიხსნან - რომელსაც, სხვათა შორის, კანდიდატის სტატუსისგან განსხვავებით, არაფერი დიდი მნიშვნელობა არ აქვს. დღეს გაგვიხსნიან მოლაპარაკებებს თუ პირდაპირ გაწევრიანების წინა დღეს, ჩვენ პროცესს მაინც მივყვებით.





