უნგრეთმა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის შესვლის პირობები გაამარტივა. ამის შესახებ გერმანული მედია DW X-ზე წერს.
მოსკოვში უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის ვიზიტის შემდეგ, უნგრეთმა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები „ეროვნული ბარათის“ პროგრამაში შეიყვანა, რომელიც 2 წლის ვადით გაიცემა და მათთვის, ვისაც ქვეყანაში მუშაობა სურს, ვადის გახანგრძლივებასაც ითვალისწინებს.
გამოცემა გერმანულ მედია RND-ზე დაყრდნობით წერს, რომ „ეროვნული ბარათის“ მფლობელთა სპეციალური შემოწმება ევროკავშირის დონეზე არ ხდება, რის გამოც უნგრეთის მეზობლები შეშფოთებულები არიან.
RND-სთან მიცემულ ინტერვიუში ევროპარლამენტარი სერგეი ლაგოდინსკი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ქვეყანაში შემოწმების გარეშე შესვლის საშუალების მიცემა მაშინ, როცა რუსეთი ევროპის დასასუსტებლად ყველაფერს აკეთებს, არასწორია.